Accentnews.ge
ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია ხელისუფლებასა და აქციების მონაწილეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს

ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია ხელისუფლებასა და აქციების მონაწილეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს

09/11/2020 15:49:00 საშინაო პოლიტიკა

ეუთო-ს სპეციალური კოორდინატორი, მოკლევადიანი საარჩევნო მისიის ხელმძღვანელი ელონა გებრეა ხოჯა და ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი პია კაუმა თბილისში მიმდინარე აქციების მონაწილეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ძალადობისგან, ხელისუფლებას კი შეახსენებენ, რომ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტურ თავისუფლებებს.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. ამავე დროს, შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში მიმდინარე პროტესტს​. მივესალმები, რომ ადამიანები იყენებენ გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ძალადობის ფაქტები დაუშვებელია. მოვუწოდებ აქციის მონაწილეებს, მშვიდობიანობის ჩარჩოებში იმოქმედონ. ამავდროულად, ხაზს ვუსვამთ, რომ პოლიციას აქვს ვალდებულება, გამოიჩინოს თავშეკავებულობა დემონსტრანტების საპასუხოდ, ხელისუფლებისთვის აუცილებელია, მოუსმინოს აქციის მონაწილეებს და პატივი სცეს ფუნდამენტურ თავისუფლებებს“, – აცხადებს ხოჯა.

„მოვუწოდებ ყველა აქტორს, ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში, გადალახოს ამჟამინდელი პოლარიზება და იმუშავოს ერთად სტაბილური პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად. ამავე დროს, მათ სათანადო ყურადღება უნდა დაუთმონ საერთაშორისო დაინტერესებული მხარეებისგან მიღებულ გზავნილებს. მსურს, გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა ცენტრალური საარჩევნო კომისიისადმი არჩევნებზე სავარაუდო დარღვევების შესწავლის ინკლუზიური პროცესისათვის“, – განაცხადა პია კაუმამ.

„საქართველოში ბოლო ოცი წლის განმავლობაში არჩევნებსა და შემდგომ პოლიტიკურ მოვლენებზე დაკვირვებით დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დაინტერესებული მხარე გამოიჩენს მაქსიმალურ თავშეკავებულობას, გამოავლენს პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობასა და ერთგულებას საერთო სიკეთისადმი უფრო ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საზოგადოებრივი ნდობის განმტკიცების მიზნით“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა რობერტო მონტელამ.

როგორცცნობილია, ეუთო-ს ინფორმაციით, საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია გამოგზავნა.

"ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთო-ოდირი-ს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, არჩევნების ტექნიკური ასპექტები ეფექტურად იყო ორგანიზებული, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელიც „კოვიდ-19“ პანდემიამ მოიტანა. თუმცა საარჩევნო კომისიაში მმართველი პარტიის დომინირებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის აღქმაზე, განსაკუთრებით ქვედა - დონეზე. საზოგადოებრივი კონსულტაციების შედეგად არჩევნები ჩატარდა არსებითად შესწორებულ სამართლებრივ ჩარჩოებში, რომელმაც დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაში გარკვეული ცვლილებები შეიტანა, თუმცა საჭიროა სამომავლო ძალისხმევა ხარვეზების გამოსასწორებლად, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ეუთო აღნიშნავს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადების თანახმად, უბნის შემაჯამებელი ოქმების მონაცემების გადამოწმებისა და დაზუსტების მიზნით გადათვლის პროცესი მიმდინარეობს და 8 ნოემბრის მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 24 საარჩევნო უბნის შედეგები უკვე გადათვლილია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S