
სომხეთში რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს, არიან დაღუპულები
09/11/2020 16:47:50 კავკასია
სომხეთში, დასახლებულ პუნქტ ერასხის მახლობლად რუსული ვერტმფრენი Ми-24 ჩამოაგდეს. დაღუპულია ეკიპაჟის ორი წევრი, კიდევ ერთი კი, რომელმაც ევაკუირება მოასწრო, მძიმედაა ტრავმირებული.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საფრენ აპარატს საზენიტო სარაკეტო კომპლექსიდან გაუხსნეს ცეცხლი.
რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობა ცეცხლის გამხსნელთა დასადგენად მოკვლევას აწარმოებს, - იუწყება რუსეთის სამხედრო უწყება.