Accentnews.ge
CNN: ერდოღანმა პუტინს ყარაბაღთან დაკავშირებით ახალი ჯგუფის შექმნა შესთავაზა

CNN: ერდოღანმა პუტინს ყარაბაღთან დაკავშირებით ახალი ჯგუფის შექმნა შესთავაზა

09/11/2020 16:56:13 კავკასია

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მიღმა ახალი ჯგუფის შექმნა შესთავაზა, - იუწყება ტელეარხი CNN Turk დიპლომატიურ წრეებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით.

როგორც ტელეარხის წყაროები აზუსტებენ, ახალი ჯგუფი სომხეთისა და აზერბაიჯანის დაზავების შემდეგ პოლიტიკური დარეგულირებით დაკავდება.

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შესაბამისი სატელეფონო საუბარი 7 ნოემბერს გაიმართა. კრემლის ინფორმაციით, პუტინმა და ერდოღნმა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ფარგლებში ურთიერთქმედების მზადყოფნა გამოთქვეს.

9 ნოემბერს ჟურნალისტებთან კონტაქტისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ დარეგულირების პროცესში მესამე მხარეების, მათ შორის თურქეთის ჩართვის წინააღმდეგია. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არაღიარებული მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია და მზადყოფნა გამოთქვა, რეგიონს აზერბაიჯანის შემადგენლობაში მუნიციპალური მართვა, ან სომხების კულტურული ავტონომიის სტატუსი მიანიჭოს.

ამავდროულად, აზერბაიჯანელი ლიდერის თქმით, ბაქო ერევანს მთიან ყარაბაღში ნგრევისთვის ზარალის ანაზღაურებას მოსთხოვს.

ერევანს ალიევის განცხადებისთვის პასუხი ჯერ არ გაუცია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S