Accentnews.ge
პარლამენტთან დაკავებები დაიწყო

პარლამენტთან დაკავებები დაიწყო

09/11/2020 17:35:29 სამართალი

პარლამენტთან დაკავებები დაიწყო. თავდაპირველად სამართალდამცველებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ, დემონსტრაციის ადგილზე შეშის შეტანის მცდელობისთვის „სირცხვილიას“ აქტივისტი ლექსო მაჭავარიანი დააკავეს.

როგორც თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხემძღვანელმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, "პოლიციის გამოცდილებით, შეშა შესაძლოა, ძალადობის იარაღად იქნას გამოყენებული". მან დემონსტრანტებს გასათბობად ელექტროსაშუალებების გამოყენებისკენ მოუწოდა.

„დანთებულმა ცეცხლმა შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მომიტინგტეებს და პოლიციელებსაც“,– განმარტა სირაძემ.

დემონსტრანტები შეეცადნენ, განემარტათ, რომ შეშა გასათბობად სჭირდებოდათ, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ სამართალდამცველებმა კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს, მათ შორის – „სირცხვილიას“ აქტივისტი ნოდარ რუხაძე.

"შეშა როდიდან გახდა კრიმინალური საგანი?! არ გავთბებით, შეგვცივდება, მაგრამ მაინც აქ ვიქნებით!",– განაცხადა აქტივისტმა მარიამ გეგუჩაძემ.

ცნობისთვის: პარლამენტის შენობის წინ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობისა და ხელახალი არჩევნების დანიშნვის მოთხოვნით აქცია მეორე დღეა, იმართება. ამასთან, აქციის მონაწილეები ცსკ–ის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომასაც მოითხოვენ.

9 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვა ამოქმედდა. კერძოდ, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში ღამის 22:00-დან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება. შეზღუდვის დამრღვევი პირი 2000 ლარით დაჯარიმდება.

როგორც დღეს "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, 22:00 საათის შემდეგ აქციის გამართვას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება: "აქციის გამართვის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ ადამიანს, მაგრამ 22:00 საათის შემდეგ, რა თქმა უნდა, კანონი მოქმედებს ყველასთვის".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S