Accentnews.ge
ბაქომ რუსული ვერტმფრენის ჩამოგდება აღიარა

ბაქომ რუსული ვერტმფრენის ჩამოგდება აღიარა

09/11/2020 17:54:47 კავკასია

ოფიციალური ბაქო დღეს რუსული ვერტმფრენის ჩამოგდებას გაუმიზნავ ტრაგიკულ ინციდენტად აფასებს და მოსკოვს მომხდარის გამო უბოდიშებს.

რუსული ვერტმფრენის ჩამოგდება აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულ განცხადებაში აღიარა.

მასში განმარტებულია, რომ მომხდარი შეცდომის შედეგია და არ იყო გამიზნული რუსული მხარის წინააღმდეგ. შეცდომის მიზეზად კი დასახალებულია ის გარემოება, რომ რუსული საფრენი აპარატი აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის უშუალო სიახლოვეს, დაბალ სიმაღლეზე, ბინდში, სარადარო თვალთვალის ზონის მიღმა გადაადგილდებოდა და გადაიფრინა იქ, სადაც რუსული საფრენი აპარატები ადრე შემჩნეულები არ ყოფილან.

ბაქო დაღუპული პილოტების ოჯახებს უსამძიმრებს და მზადყოფნას ამოთქვამს, რუსეთს კომპენაცია გადაუხადოს.

ცნობისთვის: МИ-24-ს ჩამოგდებას დღეს ეკიპაჟის ორი წევრი ემსხვერპლა, კიდევ ერთი, რომელმაც ევაკუირება მოასწრო, მძიმედაა ტრავმირებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S