Accentnews.ge
პარლამენტთან მუსიკოსი დიმიტრი შუბითიძე დააკავეს

პარლამენტთან მუსიკოსი დიმიტრი შუბითიძე დააკავეს

09/11/2020 19:25:35 სამართალი

პარლამენტთან მიმდინარე დაუმორჩილებლობის აქციაზე დაკავებული მე-4 პირი მუსიკოსი დიმიტრი შუბითიძეა. ამის შესახებ ჟურნალისტებს მუსიკოსის დედამ განუცხადა. რაც შეეხებათ დანარჩენ დაკავებულებს, ისინი „სირცხვილიას“ აქტივისტები არიან.

როგორც შსს–ში აცხადებენ, დაკავება ადმინისტრაციული წესით, ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით განხორციელდა.

აქციაზე დაპირისპირება დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. აქტივისტებს პარლამენტთან გასათბობად შეშის მიტანა სურდათ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

დღეიდან საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში გადაადგილება 22:00 სთ-დან დილის 05:00 სთ–მდე იზღუდება. შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში კი, მოქალაქეები 2 000 ლარით დაჯარიმდებიან.

ამ დროისთვის თბილისსა და ბათუმში აქციები მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S