Accentnews.ge
„სირცხვილიას“ დაკავებული აქტივისტი: "სამართალდამცველებმა პოლიციის ეზოში ჩემზე იძალადეს"

„სირცხვილიას“ დაკავებული აქტივისტი: "სამართალდამცველებმა პოლიციის ეზოში ჩემზე იძალადეს"

09/11/2020 21:16:21 სამართალი

9 ნოემბერს პარლამენტის წინ შეშის შეტანის მცდელობისთვის დაკავებული აქტივისტების ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, გიორგი მჟავანაძე ამბობს, რომ მასზე სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილების ეზოში იძალადეს.

ადვოკატის თქმით, მომხდარს თვითმხილვებელიც ჰყავს.

"რადგან უკვე დავრწმუნდი, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ხვალ გიორგი მჟავანაძეს გამოძიების ფარგლებში გამოკითხავს, ხოლო ამ წუთებში ფაქტს სახალხო დამცველის მოადგილე აფიქსირებს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ გიორგი მჟავანაძის გადმოცემით, მასზე პოლიციის ეზოში პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფაც. ამ ფაქტს ჰყავს თვითმხილველვებიც და აუცილებლად უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც ეს ჩაიდინა", - აცხადებს ადვოკატი.

„სირცხვილიას“ სამი აქტივისტი, მათ შორის მჟავანაძე პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დააკავეს: აქტივისტებს პარლამენტთან გასათბობად შეშის მიტანა სურდათ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S