Accentnews.ge
ალიევი: "შეთანხმებაში ყარაბაღის სტატუსის შესახებ ერთი სიტყვაც არ წერია"

ალიევი: "შეთანხმებაში ყარაბაღის სტატუსის შესახებ ერთი სიტყვაც არ წერია"

10/11/2020 06:41:20 კავკასია

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, "ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში ყარაბაღის სტატუსის შესახებ ერთი სიტყვაც არ წერია".

"დოკუმენტი მთიანი ყარაბაღის სტატუსის თაობაზე არაფერს ამბობს. სად არის სომხური მხარის მოთხოვნები რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ? როდესაც მე მათ ავტონომია შევთავაზე, არ დამთანხმდნენ და განაცხადეს, "მთიანი ყარაბაღი დამოუკიდებელი სახელმწიფოაო“. შეთანხმებაში კი ამაზე ერთი სიტყვაც არ წერია. რა მოხდა? რა მოხდა, ფაშინიან? რა მოუვიდა სტატუსს? ის დასამარდა, გაუჩინარდა, წავიდა და არც არასდროს იქნება, ვიდრე მე პრეზიდენტი ვარ", - განაცხადა ალიევმა მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვისას.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან 10 ნოემბრის 01:00-დან ყარაბაღის ომის შეწყვეტის შესახებ განცხადებას მოაწერა ხელი.

იხილეთ ასევე: 26-წლიანი კონფლიქტის დასასრული: ყარაბაღში რუსული ჯარი დგება, ერევანში კი არეულობა დაიწყო

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S