Accentnews.ge
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელთა მხრიდან აქტივისტზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელთა მხრიდან აქტივისტზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

10/11/2020 08:00:30 სამართალი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელთა მხრიდან აქტივისტზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია და რასაც თან ახლდა დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული თავისუფლების 5-დან 8 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა "სირცხვილიამ" 22:00 საათის შემდეგ დაუმორჩილებლობის აქცია გამართა. მიტინგზე რამდენიმე პირი, მათ შორის აქტივისტი გიორგი მჟავანაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მჟავანაძის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ პოლიციამ მჟავანძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ამ ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S