"კავკასიაში ახალი ერა იწყება, მადლობა ყველა ფასილიტატორს"

10-11-2020 15:14:48 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთიანი ყარაბაღის შესახებ ხელმოწერილ შეთანხმებას ეხმიანება და აცხადებს, რომ სომხეთს და აზერბაიჯანს ტრაგიკული ომის დასრულებას ულოცავს.

ამასთან, ზურაბიშვილმა მოლაპარაკებების პროცესში ჩართულ ფასილიტატორებს მადლობა გადაუხადა.

„კავკასიაში ახალი ერა იწყება. ვულოცავ ჩვენს მეგობრებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ტრაგიკული ომის დასრულებას და მადლობას ვუხდი ყველა ფასილიტატორს. სამძიმარს გამოვთქვამ დაღუპულთა ოჯახების მიმართ. მშვიდობას და სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს! ჩვენ ერთად ვიწყებთ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის ახალ ეტაპს“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან 10 ნოემბრის 01:00-დან ყარაბაღის ომის შეწყვეტის შესახებ განცხადებას მოაწერა ხელი.

იხილეთ ასევე: 26-წლიანი კონფლიქტის დასასრული: ყარაბაღში რუსული ჯარი დგება, ერევანში კი არეულობა დაიწყო

ახალი ამბები

სხვა სიახლეები