Accentnews.ge
გახარია ალიევს და ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა

გახარია ალიევს და ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა

10/11/2020 15:08:10 კავკასია, საგარეო პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და თავის სომეხ კოლეგა ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა.

როგორც საქართველოს მთავრობის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებული რელიზის მიხედვით, გიორგი გახარიამ ილჰამ ალიევთან საუბრისას "ხაზი გაუსვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის სრულმასშტაბიანი შეწყვეტის თაობაზე მიღწეული შეთანხმების მნიშვნელობას და გამოთქვა იმედი, რომ სამშვიდობო პროცესის დაწყება ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას".

„მხარეებმა მიმოიხილეს დაპირისპირებულ მხარეებს შორის შემდგომი დიალოგის პერსპექტივები. ორივე მხარემ აღნიშნა რეგიონში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით სამშვიდობო პროცესების გააქტიურების მნიშვნელობა“,– ვკითხულობთ პრეს–რელიზში.

თითქმის იდენტურია ფაშინიანთან საუბრის შესახებ გავრცელებული რელიზიც:

„მხარეებმა მიმოიხილეს მთიანი ყარაბაღის რეგიონის გარშემო არსებული ვითარება, აღნიშნეს ცეცხლის შეწყვეტის სრულმასშტაბიანი შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობა და იმედი გამოხატეს მისი იმპლემენტაციის პროცესში პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებაზე.

პრემიერ-მინისტრებმა ხაზი გაუსვეს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას რეგიონის ქვეყნების სტაბილურობისა და განვითარებისთვის“.

იხილეთ ასევე: 26-წლიანი კონფლიქტის "დასასრული": ყარაბაღში რუსული ჯარი დგება, ერევანში კი არეულობა დაიწყო

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S