ლექსო მაჭავარიანს 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს
10/11/2020 16:50:34 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთაველზე მიმდინარე აქციისას 9 ნოემბერს "სირცხვილიას" დაკავებული აქტივისტი ლექსო მაჭავარიანი 1000 ლარით დააჯარიმა.
სასამართლომ უნდა განიხილოს კიდევ ორი დაკავებულის, ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჯავანაძის საქმე. ისინიც აქციაზე დააკავეს ადმინისტრაციული წესით.
9 ნოემბრის აქციის მონაწილეებს შეშა გასათბობად სჭირდებოდათ, თუმცა, პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა, შემდეგ კი სამი პირი დააკავეს. მოგვიანებით ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა გიორგი მჟავანაძეზე დაყრდნობით განაცხადა, რომ დაკავებულს პოლიციის ეძოში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ფაქტზე ინსპექტორის სამსახურმა ძიება დაიწყო.
9 ნოემბერს რუსთაველზე დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართა. როგორც აქციის ორგანიზატორებმა განმარტეს, ამ გზით მათ არაკონსტიტუციური შეზღუდვა – "კომენდანტის საათი" გააპროტესტეს. კერძოდ, მთავრობას არ აქვს უფლება, მოქალაქეებს გადაადგილების და გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლება საგანდობო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე აუკრძალოს. თავის მხრივ მთავრობა ირწმუნება, რომ 22:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედი შეზღუდვა, რომელიც ქუჩაში გადაადგილებას კრძალავს, არა "კომენდანტის საათი", არამედ უბრალოდ გადაადგილების შეზღუდვაა.


