Accentnews.ge
ერდოღანი – პუტინს ყარაბაღზე: „თურქეთი რუსეთთან ერთად გაუწევს მონიტორინგს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას“

ერდოღანი – პუტინს ყარაბაღზე: „თურქეთი რუსეთთან ერთად გაუწევს მონიტორინგს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას“

10/11/2020 19:59:37 კავკასია, მსოფლიო

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა მთიანი ყარაბაღის საკითხი ტელეფონით განიხილეს,– ამის შესახებ ორი ქვეყნის პრეზიდენტების პრეს–სამსახურები იუწყებიან.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, „სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა აღნიშნა, რომ გასულ ღამეს მთიანი ყარაბაღის დავის საბოლოოდ დარეგულირების მიმართულებით სწორი ნაბიჯი გადაიდგა და ხაზი გაუსვა სომხეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტისა და მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას“.

ოფიციალური რელიზის მიხედვით, ერდოღანმა განაცხადა, რომ „თურქეთი რუსეთთან ერთად გაუწევს მონიტორინგს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას ერთობლივი ცენტრის საშუალებით, რომელიც სომხეთის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ჩამოყალიბდება. შესაბამისად, ამ მხრივ რუსეთს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრება“.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იძულებით გადაადგილებული აზერბაიჯანელების მთიან ყარაბაღში დაბრუნებისა და აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის დერეფნის გახსნის აუცილებლობაზე.

ამასთან, ერდოღანის თქმით, მთიანი ყარაბაღის საკითხმა აჩვენა რეგიონული კონფლიქტების დარეგულირებაში რუსეთ-თურქეთის თანამშრომლობის მნიშვნელობა და ანალოგიური მექანიზმების გამოყენება სირიაშიც არის შესაძლებელი.

კრემლის პრეს–სამსახურის ცნობით კი „სატელეფონო საუბრისას აღინიშნა ცეცხლის სრულად შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობა, რამაც სისხლისღვრის შეჩერების შესაძლებლობა შექმნა.

მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი განცხადებით გათვალისწინებული ზომების განხორციელების კუთხით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე“.

იხილეთ ასევე: 26-წლიანი კონფლიქტის "დასასრული": ყარაბაღში რუსული ჯარი დგება, ერევანში კი არეულობა დაიწყო

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S