
"თუ პომპეო ჩამოდის, იმ დღესაც უნდა იყოს ხალხის მასობრივი მობილიზაცია"
11/11/2020 04:33:04 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტს დროსაც უნდა იყოს "ხალხის მასობრივი მობილიზაცია".
"ერთი რამ ვიცი, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბებულია, ამ გაყალბებულ არჩევნებს ქართველმა ხალხმა მასობრივი მობილიზაციით უნდა უპასუხოს. მათ შორის, თუ [მაიკ] პომპეო ჩამოდის, იმ დღესაც უნდა იყოს ხალხის მასობრივი მობილიზაცია. მე ასე გავაკეთებდი, რათა მსოფლიომ დაინახოს, რომ ქართველი ერი დასაჩაგრი ერი არ არის. ვერ დაგვჩაგრავენ", – განაცხადა სააკაშვილმა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ 17 ნოემბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოში ჩამოვა. მისი ვიზიტი ორდღიანი იქნება. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ვიზიტის ფარგლებში პომპეო შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. ამასთან, იგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესაც შეხვდება.