
პრემიერი – 20–21 ივნისის მოვლენებზე: "ის, რაც მოხდა, არ იყო შს სამინისტროს ან მინისტრის არჩევანი"
27/06/2019 15:06:26 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი პარლამენტში ვიზიტის გაუქმების შემდეგ საგანგებო ბრიფინგს მართავს
"ელოდნენ, რომ ფეხი დაგვიცდელობა და დიახ, სამწუხაროდ ფეხი დაგვიცდა",– აცხადებს ბახტაძე.
ბახტაძის განცხადებით, ის, რაც 20–21 ივნისის მოხდა, არ იყო შს სამინისტროს ან შს მინისტრის არჩევანი, მათი მოვალეობაა, დაიცვან კონსტიტცია, მოქალაქეები.
მისი თქმით, პოლიციელები არ ერეოდნენ პროცესებში და მხოლოდ მას შემდეგ, რაც პოლიციის კორდორი ვერ აკავებდა აგრესიულ ჯგუფს, ჩაერთვნენ.
"ამ ყველაფერზე პასუხსიმგებლობა ეკისრება მსჯავრდებულ სააკაშვილს და მის აგრესიულ ჯგუფს, რომელთაც იერიში მიიტანეს კონსტიტუციაზე, რაც მიუღებელია",– განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, პოლიტიკოსებმა გულწრფელად აღშფოთებული მოქალაქეები ჩაითრიეს პროცესებში.
"ჩვენ პოლიტიკური პასუხსიმგებლობის აღება არ გვიჭირს და გვაქვს უმაღლესი სტანდარტი".
როგორც პრემიერი ამბობს, ძალის გადამეტების ცალკეულ შემთხვევებზე არის საუბარი, რაზეც საზოგადოებაში კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს.
"თუ ცალკეული შემთხვევების ანალიტი იქნება შესაბამისი, ქართული საზოგადოება იქნება ის, ვინც ამ ყველაფერს სეაფასებს. ჩვე გუნდში არავი გვყავს, რომელიც თავსი სკამს გამოეკიდება და ეს საზოგადოებამ იცის. მოხდა ძალიან მძიმე სცენარის არიდება და ამის პარალელურად დაშავდნენ მოქალაქეები. ამას სჭირდება შეფასებები როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი და ამას აუცილებლად გავაკეთებთ",– განაცხადა პრემიერმა.