
Flyradar: საქართველომ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე გაუხსნა
11/11/2020 09:02:14 კავკასია
საქართველომ რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე გაუხსნა, - ეს ფრენების შემსწავლელ რესურს Flightradar24-ის მონაცემების ანალიზის შედეგად იკვეთება.
რეისები 10 და 11 ნოემბერს სავარაუდოდ, მთიან ყარაბაღში სამშვიდობო მისიის ფარგლებში შესრულდა: საქართველოს თავზე, ცაში მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო Ил-76MD-ები დააფიქსირეს, რომლებიც რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ და უკან ბრუნდებოდნენ.
ერთ შემთხვევაში თვითმფრინავი მოზდოკიდან (იქ რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების სტრატეგიული ავიაციის ბაზაა განთავსებული) მოფრინავდა, მეორეში – ულიანოვსკიდან (სადაც აეროპორტ “ვოსტოჩნის” ბაზაზე ფუნქციონირებს 235-ე სამხედრო-სატრანსპორტო ავიაპოლკი). ცნობილია, რომ სამშვიდობოებს ყარაბაღში სწორედ ულიანოვსკიდან აგზავნიან.
რუსული მედია იუწყებოდა, რომ მხოლოდ 10 ნოემბერს იქიდან სამშვიდობოების სულ მცირე, 6 თვითმფრინავი აფრინდა.
ამასობაში Telegram-არხი “Доклад разведки» («დაზვერვის მოხსენება”) ავრცელებს აუდიოჩანაწერს, რომელზეც სავარაუდოდ, მოზდოკიდან აფრენილი ბორტ 78835-ის დისპეტჩერთან საუბარია ასახული: «ინფორმაცია ლაინერისთვის: მიღებულია პრინციპული თანხმობა საქართველოს ტერიტორიის თავზე რადიოკავშირის რუსულ ენაზე წარმოებისთვის».
ცნობისთვის: ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის დროს საქართველოს ხელისუფლებამ ნებისმიერი ქვეყნებიდან სომხეთში ან აზერბაიჯანში სამხედრო ტვირთების გადასასროლად ქვეყნის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შესახებ განაცხადა.
ამასთან, 2011 წლიდან სომხურ ქალაქ გიუმრის რუსული სამხედრო ბაზისთვის სამხედრო ტვირთების ტრანზიტზე აკრძალვა მოქმედებს.