Accentnews.ge
სამგორის საოლქო კომისიასთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დააკავეს

სამგორის საოლქო კომისიასთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დააკავეს

11/11/2020 10:58:40 სამართალი

თბილისში, სამგორის საოლქო კომისიასთან სამართალდამცველებმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბესიკ გაზდელიანი დააკავეს.

გაზდელიანი საოლქო კომისიის შენობის კედელზე სტიკერებს აკრავდა, რის გამოც პოლიციამ იგი გააფრთხილა, ხელმეორე მცდელობის შემდეგ კი დააკავა.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით შემაჯამებელი სხდომები საოლქო კომისიებში 15:00 საათისთვის უნდა დაიწყოს. ოპოზიციის წევრები და მათი მხარდამჭერები კომისიებში მიმდინარე პროცესს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ გაყალბება ახლაც მიმდინარეობს. ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S