სასამართლომ მიხაილო თოდუას ციხეში დაბრუნების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
11/11/2020 12:13:12 სამართალი
სასამართლომ მიხაილო თოდუას ციხეში დაბრუნების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამასთან, შინაპატიმრობაში მყოფ მუსიკოსს გარეთ ყოფნის დრო 2 საათით შეუმცირეს. მას სახლიდან გასვლა საღამოს 7 საათიდან დილის 8 საათამდე აეკრძალება. მანამდე თოდუას გარეთ გასვლა საღამოს 9 საათიდან დილის 8 საათამდე არ შეეძლო.
პრობაციის სააგენტო მიხაილო თოდუას საპატიმრო დაწესებულებაში დაბრუნებას მოითხოვდა. მიზეზი 17 ოქტომბერს "გირჩის" პარტიულ ღონისძიებაში მონაწილეობაა, რაც უწყებამ მას არასაპატიოდ ჩაუთვალა.
თავად მუსიკოსი მიიჩნევს, რომ პრობაციის სააგენტოს ქმედება პოლიტიკური ინტერესებით არის განპირობებული. იგივე პოზიცია აქვს "გირჩის" ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს.


