Accentnews.ge
შეთანხმდა თუ არა პრემიერთან აქციის დაშლის გადაწყვეტილება: ბახტაძის კომენტარი

შეთანხმდა თუ არა პრემიერთან აქციის დაშლის გადაწყვეტილება: ბახტაძის კომენტარი

27/06/2019 15:39:36 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე ირწმუნება, რომ მის მიერ აქციის დაშლიდან რამდენიმე წუთით ადრე გაკეთებული განცხადება ადასტურებს, რომ ძალის გამოყენების განზრახვა არავის ჰქონია. ბახტაძემ 20 ივნისს განაცხადა, რომ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი არა მისი, არამედ ენმ–ის ხელწერაა. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში აქციის დაშლაც დაიწყო და გამოყენებულ იქნა სპეციალური საშუალებები: რეზინის ტყვიები, მათ შორის რეკეტისებრი, ცრემლსადენი გაზის ბალონები, წყლის ჭავლი. ისროდნენ დამიზნებით.     

პრემიერი ადასტურებს, რომ დაშლა მისი განცხადების თითქმის პარალელურად დაიწყო და ეს მას ახსოვს.   

"ჩემი კომენტარი იმ მომენტში ნათლად აჩვენებს რეალურ განწყობას, რომ არავინ გეგმავდა ძალის გამოყენებას, მაგრამ მოვლენები ელვისებურად იცვლებოდა. რამდენიმე შეტევა იქნა მიტანილი პოლიციელეზე. დადგა კრიტიკული მომენტი, პასიური კორდორო ვერ აკავებდა აგრესიას და პოლიცია იძულებული გახდა, გამოეყენებინა ლეგიტიმური ძალა. პოლიციელების სიცოცხლე დადგა საფრთხის ქვეშ და მათ მოუწიათ სპეციალური საშუალების გამოყენება",– განაცხადა პრემიერმა.

მან 20–21 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობა "მსჯავრდებულ სააკაშვილს და მის აგრესიულ ჯგუფს" დააკისრა, ხოლო შს მინისტრის არჩევანი არ იყო ის, რაც მოხდა.   

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S