Accentnews.ge
"რეგიონის მოვლენების ფონზე საქართველოს პოლიტიკური მდგრადობა სჭირდება. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ფართო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტი"

"რეგიონის მოვლენების ფონზე საქართველოს პოლიტიკური მდგრადობა სჭირდება. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ფართო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტი"

11/11/2020 14:13:06 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიენჩი და სიგიზმუნდ პავილიონისი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ყველა პოლიტიკურ მხარეს მოუწოდებენ, "ფართო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის უზრუნველსაყოფად პასუხისმგებლობა დაუყოვნებლივ აიღონ".

"გვაშფოთებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი სიტუაცია. [...] ვითარებას ამძიმებს ის ცნობები, რომელთა თანახმად, ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ფაქტობრივად უარი ეთქვათ შესაძლებლობაზე, სამართლიანად განეხილათ დასაბუთებული პრეტენზიები და მიემართათ შესაბამისი ინსტიტუტებისათვის. ნებისმიერი საჩივრის სამართლიანი და გამჭვირვალე განხილვა კვლავ რჩება ქართველ პოლიტიკოსებსა და ხალხს შორის ნდობის დამყარების წინაპირობად. საქართველოს მთავრობა მმართველ პარტიასთან ერთად პასუხისმგებელია, უპასუხოს არსებულ პრობლემებს და მიაღწიოს დიალოგს ოპოზიციასთან, რათა იპოვოს სწრაფი გამოსავალი არსებული რთული ვითარებიდან. [...] სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს სჭირდება პოლიტიკური მდგრადობა და ერთიანობა, რათა განახორციელოს ამბიციური ევროპული დღის წესრიგი. შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მხარეს, სასწრაფოდ აიღონ პასუხისმგებლობა, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველომ მოახდინოს საკუთარი ძალისხმევის კონცენტრირება ევროინტეგრაციის მიზნით და ჰყავდეს პარლამენტი, რომელსაც ექნება ფართო ლეგიტიმაცია და გაუმკლავდება გამოწვევებს", – ნათქვამია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები საერთაშორისო ორგანიზაციებს დარღვევების შეფასებისა და საბოლოო დასკვნების წარდგენისკენ მოუწოდებენ:

ამასთან, ისინი გამოთქვამენ მზადყოფნას, "ხელისუფლებას, ოპოზიციასა და ხალხს შორის დიალოგში კონსტრუქციული როლი შეასრულონ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S