Accentnews.ge
მამუკა ბახტაძის განცხადებით, სერგეი გავრილოვის ქცევაზე კითხვები არსებობს

მამუკა ბახტაძის განცხადებით, სერგეი გავრილოვის ქცევაზე კითხვები არსებობს

27/06/2019 15:52:06 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

სერიოზულ კითხვებს იწვევს ამ ორგანიზაცის (მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის) გენერალური მდივნის საქციელი, არსებობს კითხვები, რომლებზეც შესაბამისი პასუხები უნდა იყოს გაცემული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ბახტაძის თქმით, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის საქციელი რომ თანამდებობა დატოვა, ღირსეულია.

„ირაკლი კობახიძემ მიიღო ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება. ის სხვათა შორის მზად იყო, მიეღო ეს გადაწყვეტილება პირველივე დღეს, მაგრამ ყველამ გავიხსენოთ რა სიტუაცია იყო 20 ივნისს. ის იყო საერთაშორისო ვიზიტში. მე ძალიან მიჭირს კომენტირება გავაკეთო, თუ არ მოხდა 20 ივნისს. ეს იყო დიდი შეცდომა, მაგრამ აქვე, სერიოზულ კითხვებს იწვევს ამ ორგანიზაციის გენერალური მდივნის საქციელი, აქ არსებობს კითხვები, რომლებზეც შესაბამისი პასუხები უნდა იქნას გაცემული“,- განაცხადა ბახტაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S