
"არ მეშინია მარტო დარჩენის, პირიქით, ხანდახან იზოლაციაში ყოფნა სასარგებლოა"
11/11/2020 19:20:14 საშინაო პოლიტიკა
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, თუ ყველა დაუპირისპირდება, მათ შორის, თავის პარტიაში, მას მარტო დარჩენის არ ეშინია.
"პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა კი არა, საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტიდან გამოვედი და ნორმალურად ვარ, სულ არ მაქვს პრობლემა, ყველას დავუპირისპირდე. არ მეშინია მარტო დარჩენის. ხანდახან პირიქით, სასარგებლოა იზოლაციასა და დეპრესიაში ყოფნა იმიტომ, რომ ეს ფიქრის პროცესს იწყებს. რეცეპტი დღესდღეობით არის ეს – პროტესტი უნდა გაგრძელდეს, რაც უფრო მასშტაბური იქნება, მით უკეთესი, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, თუმცა ამავე დროს უნდა დავსხდეთ და დავილაპარაკოთ. ვსინჯოთ, შეიძლება თუ არა მოინახოს კომპრომისი ორ რადიკალურად განსხვავებულ პოზიციასთან“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ ენმ–ის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, "სასწრაფოდ გადაიტანონ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოუხმონ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად". მოგვიანებით, კი მისი მოწოდება განმარტა.