Accentnews.ge
სომხური მედია: ერევანში ვააგნ ჩახალიანი დააკავეს

სომხური მედია: ერევანში ვააგნ ჩახალიანი დააკავეს

12/11/2020 06:08:59 კავკასია

ერევანში დაკავებულია ვააგნ ჩახალიანი, - იუწყება სომხური მედია.

მანამდე ჩახალიანი შემჩნეული იყო სომხეთის პარლამენტში შეჭრილ მომიტინგეთა შორის, რომლებიც პრემიერ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვდნენ.

ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამმხრივი შეთანხმების კომენტირებისას ჩახალიანი აცხადებდა, რომ «ეს არა შეთანხმება, არამედ სამარცხვინო კაპიტულაცია იყო და დეპუტატებს უფლება არ ჰქონდათ, ასეთ გადამწყვეტ მომენტში დამალულიყვნენ».

«Кавказский узел»-ის (“კავკასიური კვანძის”) ცნობით, ჩახალიანი ინიციატივა «კამკის» («ნების») დამფუძნებელია. თუმცა საქართველოში იგი ორგანიზაცია “ჯავახკის” თავმჯდომარედ უფროა ცნობილი, რომელიც სომხების კომპაქტური ჩასახლების რეგიონ სამცხე-ჯავახეთში სეპარატისტულ იდეებს აღვივებს.

საქართველოს წინა ხელისუფლების ექს-პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა ჩახალიანს «საქართველოს სახელმწიფობრეიობის მტერი” უწოდა. მას ხშირად აკრიტიკებდა ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რომლის მმართველობის პერიოდში ჩახალიანი დააპატიმრეს. თუმცა ახალმა – “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ 2013 წელს ჩახალიანი პატიმრობიდან ამნისტიის სფუძველზე გაათავისუფლა.

ვააგნ ჩახალიანი ბოლო დღეებში ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მოხალისედ მონაწილეობდა. ზოგიერთმა ქართულმა მედიასაშუალებამ ამ დღეებში გაავრცელა მცდარი ცნობა მისი ვითომდა გარდაცვალების შესახებ.

ერევანში მომხდარი არეულობების შემდეგ გადატრიალებისკენ მოწოდებების ბრალდებით 6 ადამიანი დააკავეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S