
გახარია განმარტავს, იგეგმება თუ არა ქვეყანაში "ლოქდაუნი"
12/11/2020 06:20:42 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანა წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას მიჰყვება, თუმცა მისი თქმით, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსები ამოუწურავი არ არის.
"დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპაში "ლოკდაუნების" რაოდენობა ისევე, როგორც ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. გამართული ეკონომიკის და ძლიერი ჯანდაცვის ქვეყნებს უჭირთ გამკლავება მსგავსი განვითარების. ჩვენ ადაპტაციის და წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას მივყვებით. რა თქმა უნდა, ამას გავაგრძელებთ. თუმცა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ჯანდაცვის სისტემა, როგორც აღჭურვილობის, ასევე ადამიანური რესურსების თვალსაზრისით ამოუწურავი არ არის“, – განაცხადა გახარიამ.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ თუ საქართველო „ლოქდაუნს“ გამოაცხადებს, ქვეყანა არსებულ ეპიდვითარებას უფრო იოლად გაუმკლავდება.
"საქართველომაც რომ გამოაცხადოს „ლოქდაუნი“ უფრო იოლად დაძლევს ამ სიტუაციას, „ლოქდაუნის“ არგამოცხადების პირობებში, ყველას ერთად მოგვიწევს თვალი გავუსწოროთ და გავუმკლავდეთ სერიოზულ გამოწვევებს", – განაცხადა ცერცვაძემ 11 ნოემბერს.