Accentnews.ge
ჩავუშოღლუ :"ჩვენს რეგიონში არის სხვა პრობლემებიც, საქართველო, ყირიმი, მოლდოვა"

ჩავუშოღლუ :"ჩვენს რეგიონში არის სხვა პრობლემებიც, საქართველო, ყირიმი, მოლდოვა"

12/11/2020 08:26:13 კონფლიქტები

"ჩვენს რეგიონში არის სხვა პრობლემებიც – საქართველო, ყირიმი, მოლდოვა", – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ აზერბაიჯანის დედაქალაქში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, "რეგიონული პრობლემები ასევე უკავშირდება სირიას, ლიბიას, იემენს და ყველა რეგიონული პრობლემა მხოლოდ პოლიტიკური გზებით უნდა გადაწყდეს".

ჩავუშოღლუმ ასევე აღნიშნა, რომ მთიან ყარაბაღში თურქეთი "რუსეთის მსგავს როლს შეასრულებს" და რომ "აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის დერეფნის გახსნით განსაკუთრებით ნახჭევანი ისარგებლებს, რადგან ხარჯები შემცირდება".

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, "მთიან ყარაბაღში წლების განმავლობაში მცხოვრებ სომხებთან დაკავშირებით არის პოზიტიური განცხადებები, რომ ყველაფერი გაკეთდება სახლებში მათ დასაბრუნებლად".

ამავდროულად, მისი თქმით, "თუ სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას დაარღვევს, შესაბამის საფასურს გადაიხდის და თურქეთი ყველაფერს გააკეთებს, რაც აზერბაიჯანს სურს და ეხება არა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას, არამედ მომავალში დაგეგმილ ნაბიჯებს".

მევლუთ ჩავუშოღლუმ სამშვიდობო პროცესში საფრანგეთის მოქმედებაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ "პარიზმა მცდარი პოზიცია დაიკავა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S