Accentnews.ge
"აჭარა–ფეის" ფილიალიდან 35 500 ლარის გატაცებისთვის ორი ახალგაზრდა დააკავეს

"აჭარა–ფეის" ფილიალიდან 35 500 ლარის გატაცებისთვის ორი ახალგაზრდა დააკავეს

12/11/2020 09:49:18 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 21 და 20 წლის პირები დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულები ქალაქ რუსთავში ყაჩაღურად თავს დაესხნენ კომპანია "აჭარა–ფეის" ფილიალს, ოპერატორს იარაღის გამოყენების მუქარით ამავე კომპანიის კუთვნილი - 35 500 ლარი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ", - წერია უწყების განცხადებაში.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, გატაცებული ფული ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ასევე, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - ხმოვანი პისტოლეტი.

ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S