Accentnews.ge
ქართული კულტურული მემკვიდრეობის განადგურების გამაოგნებელი ფაქტები ე.წ. სამხრეთ ოსეთში – რუსული ოკუპაციის შედეგები [ვიდეო]

ქართული კულტურული მემკვიდრეობის განადგურების გამაოგნებელი ფაქტები ე.წ. სამხრეთ ოსეთში – რუსული ოკუპაციის შედეგები [ვიდეო]

12/11/2020 12:34:57 კონფლიქტები

რა მდგომარეობაშია ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე, როგორია დე-ფაქტო რეჟიმის პოლიტიკა და რუსული კულტურული ოკუპაცია, – ამის შესახებ ისტორიკოსი და არქეოლოგი ზურაბ ბრაგვაძე ვიდეოინტერვიუში საუბრობს, რომელშიც აქამდე უცნობ, შოკისმომგვრელ ფაქტებზეც მოგვითხრობს.

ცნობილია, რომ ცხინვალის რეგიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აბსოლუტური უმრავლესობის მდგომარეობა სავალალოა. ქართული ძეგლების დიდი ნაწილი უყურადღებობით ინგრევა, ნაწილი კი სამშენებლო-სარემონტო კომპანიების მხრიდან თვითნებურად “რემონტდება”, ასევე რუსულ-ოსური კორუფციული სქემების საკბილო ხდება.

ბუნებრივია, ოკუპანტების მთავარ მიზანს ქართული კვალის წაშლა წარმოადგენს. ამის მიღწევას ქართული ძეგლების ალანურად გამოცხადებით, უძველესი ქართული წარწერებისა თუ ფრესკების განადგურებითა და ტოპონიმების ცვლილებით ცდილობენ. თუმცა ახალი სახელწოდებების შერჩევის პროცესი იმდენად კომიკურია, რომ საკითხისადმი ოკუპანტების დამოკიდებულება ნათლად ჩანს.

ზურაბ ბრაგვაძე იხსენებს, რა გამაოგნებელი მიზეზით დაუბრუნდა ახალგორს ძველი სახელი – “ლენინგორი”.

მწარე სინამდვილე, რომელზეც საზოგადოების დიდმა ნაწილმა არაფერი იცის და მოვლენები, რომლებიც ოკუპირებული რეგიონის კრიზისის შესახებ მეტყველებს – ზურაბ ბრაგვაძის ვიდეოინტერვიუში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S