ზალკალიანი დავით – გარეჯის საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანელ კოლეგას ბრიუსელშიც ესაუბრა
13/05/2019 14:10:46 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, დავით – გარეჯის საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანელ კოლეგას ბრიუსელშიც ესაუბრა.
როგორც ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ თემაზე ქართული მხარე აზერბაიჯანელ კოლეგებთან მუდმივად არის კონტაქტზე.
„ბუნებრივია, დღესაც მქონდა ამაზე საუბარი. არის მიღწეული შეთანხმება, რომ სადემარკაციო კომისიები მიმდინარე კვირაში შეხვდებიან. ბუნებრივია, მოვუწოდებ მთელს პოლიტიკურ სპექტრს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საზოგადოებას, თავი შევიკავოთ ემოციური განცხადებისგან და მივცეთ საშუალება კომისიას, თანათავმჯდომარეებს, დაწყნარებულ ვითარებაში ისაუბრონ ამ საკითხზე. ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია და აქ ჩვენ ემოციები გვერდზე უნდა გადავდოთ. უნდა შევთანხმდეთ ისე, როგორც შეეფერება ჩვენს სტრატეგიულ თანამშრომლობას“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ცნობისთვის: დღეს დავით ზალკალიანმა ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს მიეძღვნა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021