მოსამართლემ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ექვსივე არასრულწლოვანი დამნაშავედ სცნო
13/11/2020 12:11:36 სამართალი
მოსამართლემ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ექვსივე არასრულწლოვანი დამნაშავედ სცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება მაია ოშხარელმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. თუ რა სასჯელს გამოიყენებს მოსამართლე ბრალდებულების მიმართ, ამის შესახებ სასჯელის დანიშნვის სხდომაზე გახდება ცნობილი, რომელიც 20 ნოემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.
ექვსი ბრალდებულიდან ოთხს– ნ.ც.-ს, ლ.შ.-ს, ნ.ქ.-ს, გ.მ.-ს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა. ხოლო ორ ბრალდებულს –ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს, გარდა ამ მუხლებისა, გამოძიება ედავება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და ასევე,109-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას.
ცნობისთვის: გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანის საქმე გამოძიებამ ცალკე წარმოებად გამოყო.


