ამსტერდამის აეროპორტში დაკავებული, საქართველოდან ჩასული მგზავრი კოვიდ–ინფიცირებულიც აღმოჩნდა
16/11/2020 08:16:29 სამართალი
ამსტერდამის სხიპოლის აეროპორტში დაკავებული მგზავრი, რომელიც საქართველოდან იყო ჩასული, კოვიდ–ინფიცირებულიც აღმოჩნდა.
პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ძალადობის მცდელობის ბრალდებით აიყვანეს. ამასთან, 32 წლის მამაკაცის შემოწმებისას მას კოვიდ-ტესტირების დადებითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტიც აღმოუჩინეს.
მამაკაცი, რომელიც ნიდერლანდებიდან მალტაში გამგზავრებას აპირებდა, საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. მიმდინარეობს გამოძიება.
აღნიშნულთან დაკავშირებით "აქცენტი" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და უწყების კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


