ზოგრაბ მნაცაკანიანი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

16-11-2020 16:59:40 კავკასია

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოგრაბ მნაცაკანიანი თანამდებობიდან გადადგა.

«პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, გთხოვთ, დააკმაყოფილოთ ჩემი განცხადება გადადგომის თაობაზე. მადლობას გიხდით ნდობისთვის და ერთობლივი მუშაობისთვის», – ნათქვამია სამინისტროს პრეს-მდივნის ანა ნაგდალიანის მიერ სოციალურ ქსელ “ფეიქსბუქში” გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დღეს, დღის პირველ ნახევარში პრემიერმა ფაშინიანმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობას დატოვებდა. «მივიღე გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა მინისტრის გადაყენების თაობაზე», – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტის დეპუტატთა კითხვის საპასუხოდ.

დღესვე, კიდევ უფრო ადრე საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ფაშინიანის განცხადება იმის შესხებ, რომ სომხური მხარის წინაშე მთიანი ყარაბაღის ქალაქ შუშაზე უარის თქმის საკითხს აყენებდნენ.

«მოლაპარაკებათა პროცესის არც ერთ ეტაპზე ეს საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა», – დაწერა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ანა ნაგდალიანმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები