Accentnews.ge
ნიკა მელიამ მის ოფისზე თავდასხმაში ეჭვმიტანილები დაასახელა

ნიკა მელიამ მის ოფისზე თავდასხმაში ეჭვმიტანილები დაასახელა

16/11/2020 14:10:32 სამართალი

"ძალა ერთობაშია – ენმ–ის" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ის პირები დაასახელა, რომლებმაც, პოლიტიკოსის ინფორმაციით, მის ოფისზე თავდასხმა განახორციელეს.

"რევანშისტულმა, მოძალადე ხელისუფლებამ დღეს გადაწვა შტაბი. დავასახელებ კონკრეტულ პირებს, ვინც მიიღო ამაში მონაწილეობა. ჩემი უტყუარი ინფორმაციით, ეს გახლავთ კობიაშვილ-კალაძესთან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი ნოდარ შუშაკიძე, რომელიც საბერძნეთში საპყრობილეში იმყოფება, რომელსაც აქვს სატელეფონო წვდომა გლდანის დანაშაულებრივ სამყაროსთან და მისი ძმის, ლევან შუშაკიძის მეშვეობით აკონტროლებს საარჩევნო პროცესში ყველას და ყველაფერს. ლევან შუშაკიძე ამ შტაბთან ძალიან ახლოს ცხოვრობს", - განაცხადა ნიკა მელიამ.

მოგვიანებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ხსენებულ განცხადებას "ქართული ოცნების" გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ "სამარცხვინო" უწოდა, თავად მელიას კი – „პარტიის უუფლებო წევრი":

„საერთოდ არ ვუპასუხებდი ამ განცხადებას, რომ არა არჩევნების მეორე ტური. კიდევ ერთხელ, მინდა ხაზი გავუსვა და ჩემი პატივისცემა გამოვხატო გლდანის და გლდანელების მიმართ. განცხადებას რაც შეეხება, სამარცხვინოს ვუწოდებდი. კონკრეტული კრიმინალის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, პოლიტიკური ავანტიურისტის პირადი მოხმარების პარტიის უუფლებო წევრი, რომელიც აკეთებს ამ ტიპის და ამ შინაარსის განცხადებებს არის მხოლოდ და მხოლოდ სამარცხვინო“.

როგორც ენმ-ში აცხადებენ, 16 ნოემბერს, დაახლოებით, 06:00 საათზე მელიას ოფისს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს. ოფისის ნაწილი დაზიანებულია.

შსს–ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S