თბილისში, ერთ–ერთ საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა
17/11/2020 07:10:58 სამართალი
თბილისში, ბესიკის ქუჩაზე მდებარე ერთ–ერთი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე აფეთქება მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.
"ჩამოშლილია საცხოვრებელი სახლის წინა ფასადის კედელი. ადგილზე ხანძრის კვალი არ ფიქსირდება. ამ დროისთვის მიმდინარეობს შენობის დათვალიერება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამსახური“,- ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


