შემოსავლების სამსახური:"თურქეთიდან საქართველოში შემოტანილ კარტოფილში კარტოფილის კიბოს არსებობა დადასტურდა"
17/11/2020 09:08:46 სამართალი
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, სარფის გამშვები პუნქტის გავლით თურქეთიდან საქართველში 23 450 კილოგრამი კარტოფილი შემოვიდა, რომელშიც კარტოფილის კიბოს შემცველობა დადასტურდა.
„საბაჟო დეპარტამენტის სანიტარული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელებისას კვლევისთვის აღებულ ნიმუშში კარტოფილის კიბოს (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.


