Accentnews.ge
მოსკოვი მიერთების საკითხზე რეფერენდუმისთვის აფხაზური საზოგადოებრივი აზრის მომზადებას შეუდგა

მოსკოვი მიერთების საკითხზე რეფერენდუმისთვის აფხაზური საზოგადოებრივი აზრის მომზადებას შეუდგა

17/11/2020 17:17:37 კონფლიქტები

ყარაბაღის ბოლოდროინდელი მოვლენების ჭრილში ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას “თბილისის მიერ მორიგი აგრესიისთვის მზადების” შესახებ დეზინფორმაციით აშინებენ.

როგორც სოხუმიდან “აქცენტის” კორესპონდენტი იუწყება, აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩოს თაოსნობით რუსული სათემო ორგანიზაციების წევრები ქალაქში პროკლამაციების გავრცელებას შეუდგნენ.

A4 ფორმატის ფურცლებზე ამობეჭდილ ტექსტში ნათქვამია, რომ “საქართველო შეიარაღებას აქტიურად ზრდის და არმიის საბრძოლო მზადყოფნას ამოწმებს, რათა ბაქოს მაგალითითა და თავისი დასავლელი მფარველების მიერ შეგულიანებულმა თბილისმა თავისი დიდი ხნის რევანშისტული ზრახვები სისრულეში მოიყვანოს”.

ამავდროულად, იმავე ტექსტში აფხაზებისთვის მეორე არანაკლებ საფრთხეზეა საუბარი. კერძოდ, სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული ტექსტის ავტორები მოსახლეობის იმით დაშინებას ცდილობენ, რომ “რუსეთის ფედერაციაში უახლოეს ხანებში მოსალოდნელია რევოლუცია და ამ გზით ქვეყნის სათავეში კომუნისტების მოსვლა, ასეთ შემთხვევაში კი აფხაზეთი მეორე დღესვე იქცევა კრასნოდარის მხარის ადლერის რაიონის უსტატუსო ნაწილად”.

ამ “უტყუარი ინფორმაციიდან” გამომდინარე, ტექსტის ავტორები ურჩევენ აფხაზეთის მკვიდრთ, “სასწრაფოდ ჩაატარონ რეფერენდუმი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში რესპუბლიკის სტატუსით შესვლის თაობაზე, თუ სურთ, ეს სტატუსი შეინარჩუნონ და განადგურებას გადაურჩნენ”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S