OSCE PA-ს წარმომადგენლები: "საქართველოში პილიტიკური აქტორები ჩიხიდან უნდა გამოვიდნენ და ახალი პარლამენტის მუშაობაში ჩაერთონ"

18-11-2020 09:15:01 საშინაო პოლიტიკა ,საგარეო პოლიტიკა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოში პილიტიკური აქტორები ჩიხიდან უნდა გამოვიდნენ და ახალი პარლამენტის მუშაობაში ჩაერთონ.

"საჩივრების განხილვის ინკლუზიური პროცესი მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესებისადმი ქართველი ამომრჩევლების ნდობის შესანარჩუნებლად. ახლა, როდესაც ეს პროცესი დასრულებულია, ყველა არჩეულმა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა მიიღოს თავისი მანდატი, შევიდეს პარლამენტში და გააგრძელოს მუშაობა ინსტიტუტების ფარგლებში", – განაცხადა ეუთო-ს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის სპეციალურმა კოორდინატორმა ელონა ჯებრეა ჰოჯამ

OSCE PA–ს სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელი, ფინელი პარლამენტარი პია კაუმა აცხადებს, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს ზოგადი ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდებს, "გადალახონ პოლარიზაცია და ერთად იმუშავონ სტაბილური პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად".

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური საკითხებისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ამერიკელი კონგრესმენი რიჩარდ ჰადსონი აღნიშნავს, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის:

„მხარეებმა, რომლებიც პოლიტიკურ ჩიხში აღმოჩნდნენ, უნდა იპოვონ გამოსავალი. მართალია, ამ ამოცანის სირთულე აშკარაა, თუმცა პოზიტიური შედეგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის. საქართველოს შეუძლია, კვლავ ჰქონდეს თავისი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი, მათ შორის მათი, ვინც ადგილზე შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს შეთანხმების მიღწევაში. საბოლოოდ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღდგენა თავად ქართველებზეა დამოკიდებული".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები