Accentnews.ge
ბჟანია: “აფხაზეთს სჭირდება საჰაერო ფანჯარა რუსეთში და რუსეთის გავლით მთელს დანარჩენ მსოფლიოში”

ბჟანია: “აფხაზეთს სჭირდება საჰაერო ფანჯარა რუსეთში და რუსეთის გავლით მთელს დანარჩენ მსოფლიოში”

18/11/2020 17:03:04 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას განცხადებით, “აფხაზეთს სჭირდება საჰაერო ფანჯარა რუსეთში და რუსეთის გავლით მთელს დანარჩენ მსოფლიოში”. ამის შესახებ მან დღეს სოხუმში ჩასულ “როსავიაციის” თავმჯდომარის მოადგილეს ოლეგ სტორჩევოის განუცხადა.

დე ფაქტო პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, რუსულმა დელეგაციამ სოხუმის აეროპორტის ინფრასტრუქტურის მდგომარეობა შეაფასა და ამის საფუძველზე მისი კაპიტალური რემონტისა და შემდგომი ამოქმედებისთვის აუცილებელ ნაბიჯებს განსაზღვრავს.

რამდენიმე დღით ადრე ბჟანიამ ეს საკითხი სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე განიხილბა.

“პრობლემა ძალზე აქტუალურია, სერიოზული და მრავალშრიანი. მაგრამ მისი გადაჭრა გადაუდებელი საჭიროებაა, რადგან აეროპორტის უმოქმედობას აფხაზეთისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანაკარგები მოაქვს, ამუხრუჭებს რესპუბლიკის განვითარებას და ნეგატიურად აისახება მის იმიჯზე. სოხუმის აეროპორტის რიგი მახასიათებლები მისი გამოყენების ძალზე საინტერესო პერსპექტივებს ხსნის. იმედი გვაქვს, თქვენი დახმარებით ამ პრობლემას გადავჭრით, ჩვენთვის ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია და ეს პოლიტიკური პროექტი უფროა, ვიდრე ეკონომიკური: მისი რეალიზება ძალიან ბევრი კეთილი და კარგი საქმის სიმბოლოდ იქცევა ამიერკავკასიაში», – განუცხადა რუს სტუმარს ბჟანიამ.

თავის მხრივ, სტორჩევოიმ აღნიშნა, რომ “დასახულია ამოცანა, ყველაფერი გაკეთდეს გადაზიდვების იმ მოცულობების აღსადგენად, რომლებიც ამ აეროპორტში ძველ კარგ დროს არსებობდა”.

ცნობისთვის: სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S