Accentnews.ge
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრად არა აივაზიანი დაინიშნა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრად არა აივაზიანი დაინიშნა

19/11/2020 10:09:42 კავკასია

პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის წარდგინებით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრად არა აივაზიანი დაინიშნა.

51 წლის აივაზიანი მიმდინარე წლის 16 ოქტომბრიდან მინისტრის მოადგილე იყო. მანამდე მას მექსიკაში, კოსტა-რიკაში, კუბაში, ჰონდურასში, გვატემალასა და პანამაში ელჩის თანამდებობა ეკავა, კიდევ უფრო ადრე იყო ელჩი ბალტიისპირეთისა და სხვა ქვეყნებში.

ცნობითვის: პრემიერმა ფაშინიანმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან ზოგრაბ მნაცაკანიანი რამდენიმე დღის წინ გადააყენა. გადაყენებულია მისი მოადგილე შავარშ ქოჩარიანიც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S