შალვა ნათელაშვილი: “გერმანიის ელჩი ბიძინა ივანიშვილის ლობისტია”

20-11-2020 14:46:08 საშინაო პოლიტიკა ,საგარეო პოლიტიკა

"ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ "საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში მმართვეელი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ლობისტია".

„გერმანიის ელჩი ივანიშვილის პირადი ცნობილი ლობისტია, ის ასევე ესწრებოდა ჩვენი შვილების თვალების დათხრას პარლამენტის ფანჯრიდან. ჩათვალა, რომ ეს იყო დემოკრატიული. ამდენად მაგ კაცის განცხადებებზე კომენტარს ნუ მთხოვთ. მე ამ ბატონ ელჩს მივმართავ შეკითხვით – ჟვანია რომ იყოს გერმანიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გერმანიის ბიულეტენები ყუთებში რომ იყრებოდეს, როგორც ამას ჩათვლიან ხელისუფლების კომისიის წევრები, ოპოზიციურ პარტიებს რომ არ ჰყავდეთ კომისიის წევრი ლანდებში, შედეგები რომ გამოცხადდეს ისე, რომ არავითარი საჩივრები არ განიხილონ და არ გაითვალისწინონ, სასამართლოებმა არ დააკმაყოფილონ ოპოზიციის არც ერთი სამართლიანი მოთხოვნა, ამ შემთხვევაშიც იმავეს იტყოდა ბატონი ელჩი? ეტყოდა თავის დეპუტატებს, შედით ბუნდესტაგში? ეს ხომ გამორიცხულია. გერმანიაში რევოლუცია მოხდებოდა. ამიტომ, სხვა სხვის საქმეში ბრძენიას პრინციპისგან სჯობია ზოგიერთმა მეგობარმა თავი შეიკავოს”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსნებთ, რომ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა „ინტერპრესნიუსს" შემდეგი განუცხადა:

"საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს. არ შეიძლება იმის თქმა, „შეიძლება, არჩევნები მომავალში უკეთესად ჩატარდეს და მაშინ მივიღებ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებშიო“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები