
სასამართლომ შაქარაშვილის საქმეზე ექვს მსჯავრდებულს პატიმრობის წლები განუსაზღვრა
20/11/2020 12:13:07 სამართალი
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულ 3 არასრულწლოვანს თავისუფლების 5 წლითა და 3 თვით, 2 არასრულწლოვანს 6 წლითა და 9 თვით, ერთს კი - 3 წლითა და 9 თვით აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
აღნიშნავია, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით ყველა მათგანს ბრალი ერთი მეოთხედი წლით შეუმცირდათ.
შესაბამისად, 5 წლით და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა ლ.ნ.-ს, ნ. ც.-სა და გ.მ–ს 6 წლითა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა კი შეეფარდა ა. ქ.–სა და და ზ.ხ-ს; 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა ნ. ქ–ს.
მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. როგორც მსჯავრდებულების ადვოკატები ამბობენ, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანი იყო, ამჟამად კი, ყველა მათგანი, ზ.ხ.-ს გარდა, სრულწლოვანია. არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.