"მიკროსაფინანსოში შეჭრილ შეიარაღებულ პირს მძევალად 9 ადამიანი ჰყავს აყვანილი"
20/11/2020 13:53:15 სამართალი
თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შენობაში შეჭრილ შეიარაღებულ პირს მძევლად 9 ადამიანი ჰყავს აყვანილი. ამის შესახებ საპატრულო პოლიციის სამსახურის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა.
ამასთან, იგი მედიასაშუალებებს მოუწოდებს, შეწყვიტონ პირდაპირი ჩართვები წერეთლის გამზირიდან:
"ეს საფრთხეს უქმნის მოქალაქეების და სამართალდამცავების სიცოცხლეს. ასევე, თავი შევიკავოთ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან".
შეგახსენებთ, რომ "მიკრობიზნესკაპიტალის" შენობაში შეიარაღებულ პირი ცოტა ხნის წინ შეიჭრა.
ამ დროისთვის ადგილზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.


