Accentnews.ge
ხაზარაძემ და ჯაფარიძემ შესაძლოა, „თიბისი ბანკი ჯგუფის“ აქციების დაახლოებით 8 პროცენტი დროებით გაყიდონ

ხაზარაძემ და ჯაფარიძემ შესაძლოა, „თიბისი ბანკი ჯგუფის“ აქციების დაახლოებით 8 პროცენტი დროებით გაყიდონ

28/06/2019 09:09:15 ეკონომიკა

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისი ბანკი ჯგუფის“ (TBC Bank Group PLC) აქციების საფინანსო ინსტიტუტისთვის დროებით მიყიდვას განიხილავენ.

საუბარია ტრანზაქციაზე, რომელიც „თიბისის“ მთლიანი სააქციო კაპიტალის 8 პროცენტამდეა.

„თიბისი ბანკი ჯგუფის“ ცნობით, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე მიყიდიან საკუთარ აქციებს მესამე მხარეს (საფინანსო ინსტიტუტს) იმ პირობით, რომ მომავალში ამ წილებს განსაზღვრულ თარიღში ისევ გამოისყიდიან. საუბარია „თიბისის“ აქციების გირაოთი სესხის აღებაზე.

„თიბისი ბანკის“ 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, მამუკა ხაზარაძე საბანკო ჯგუფის 13.54 პროცენტს, ბადრი ჯაფარიძე – 6.77 პროცენტს ფლობდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S