
ჯოზეფ ბაიდენი 78 წლის გახდა
20/11/2020 18:52:34 მსოფლიო
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი იუბილარია - ჯოზეფ ბაიდენი დღეს 78 წლის გახდა.
ქვეყნის 46-ე პრეზიდენტად ბაიდენი 77 წლის ასაკში აირჩიეს, რითაც ის აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტის სახელით შევა.
ბაიდენი საერთაშორისო საზოგადოებამ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტად უკვე აღიარა, თუმცა თეთრი სახლის მოქმედი ლიდერი დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.