Accentnews.ge
ზურაბ გურული: "მიდგომა, "კორონავირუსი ყველამ უნდა მოიხადოს", არასწორია"

ზურაბ გურული: "მიდგომა, "კორონავირუსი ყველამ უნდა მოიხადოს", არასწორია"

21/11/2020 08:52:05 საზოგადოება

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული მიიჩნევს, რომ "მიდგომა, "კორონავირუსი ყველამ უნდა მოიხადოს", ყველა ასპექტით არასწორია".

"ეს არის უძლურებისა და სასოწარკვეთის ამოძახილი. მსოფლიო იმიტომ ქმნის ვაქცინას და წამლებს, რომ ასეთ პრიმიტიულ დანებებას არ შეეგუოს", – განაცხადა აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორმა, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ გურულმა.

მისივე თქმით, აშშ–ში კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად კლინიკების მზადება უკვე დაიწყეს.

"ორშაბათიდან ყველა კლინიკაში მკვეთრი ცვლილება დაიწყო, განსაკუთრებით ფედერალურ სამსახურებში და დიდ კლინიკებში, მივიღეთ სპეციალური ბრძანება, რომ კლინიკაში კორონავირუსის ვაქცინების მისაღებად მზადება დავიწყოთ. დარწმუნებული ვარ, პირველი Pfizer გამოაგზავნის ამერიკაში ვაქცინებს. ვფიქრობ, ამერიკაში დეკებრის ბოლოსკენ დაიწყება აცრა და ეს იქნება ნებაყოფლობითი", – განაცხადა გურულმა.

ცნობისთვის: მიმდინარე თვეში კომპანიებმა Pfizer-მა და BioNTech–მა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმად, გერმანულ-ამერიკული წარმოების კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინამ - BNT162-მა 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა. 16 ნოემბერს ​ამერიკულმა კომპანია "Moderna"–მაც განაცხადა, რომ მის მიერ შექმნილმა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 57 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 57 961 206 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 378 684 ადამიანი იმსხვერპლა. 40 151 892დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 100 684 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 81 783 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 927გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S