Accentnews.ge
„განათლება ჩვენი უფლებაა“ – იტალიაში ბავშვებმა აქციები დაიწყეს

„განათლება ჩვენი უფლებაა“ – იტალიაში ბავშვებმა აქციები დაიწყეს

21/11/2020 10:10:57 მსოფლიო

იტალიაში „კოვიდ-19“-ის გამო სკოლების დახურვის გასაპროტესტებლად ბავშვები სკოლის შენობასთან იკრიბებიან და დისტანციურ გაკვეთილებს იქიდან ესწრებიან. მათ თან აქვთ პლაკატი წარწერით „განათლება ჩვენი უფლებაა“.

ირკვევა, რომ საპროტესტო აქციის ინიციატორი 12 წლის ანიტა იაკოველია.

როგორც მოზარდი განმარტავს, პერფორმანსის მიზანი სკოლების უსაფრთხოების ჩვენებაა. ბავშვებმა აქცია 6 ნოემბერს ტურინში წამოიწყეს, თუმცა საპროტესტო მოძრაობამ მოგვიანებით მთელი იტალია მოიცვა.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში პანდემიის გამო სკოლები ექვსი თვის განმავლობაში დახურული იყო. სექტემბერში სასწავლო პროცესი განახლდა, თუმცა პანდემიის გამო კვლავ დისტანციურად გაგრძელდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S