
ლიბანის ციხიდან ათობით პატიმარი გაიქცა
21/11/2020 11:13:45 მსოფლიო
ლიბანის ბააბდას რაიონის ციხიდან 69 პატიმარი გაიქცა, - იუწყება Reuters ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.
სააგენტოს ცნობით, გაქცეული პატიმრებიდან ხუთი ავტოავარიაში დაიღუპა: მანქანა, რომელშიც პატიმრები ისხდნენ, ხეს შეეჯახა.
ცნობისათვის: მიმდინარე წლის აპრილში ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიბანის ციხეების პატიმრების ოჯახები მჯდომარე საპროტესტო აქციებს მართავდნენ და გადავსებულ ციხეებში კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვდნენ.