ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

21-11-2020 17:37:07 კონფლიქტები

20 ნოემბერს ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ არსებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე,– იუწყება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

უწყების ინფორმაციით, უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

მათივე ცნობით, მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავების ფაქტები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები