ნალექი, თოვლი, ქარი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

21-11-2020 17:56:23 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 ნოემბერს დღის ბოლოდან 24 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში ნისლი და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 2-3-ბალიანი ღელვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები