
ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
21/11/2020 16:47:53 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, – ამის შესახებ "საქართველოს პირველ არხს" საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ბერიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ცერცვაძის მდგომარეობა არ შეცვლილა, აქვს ორმხრივი პნევმონია და დღის მეორე ნახევარში ტემპერატურის უმნიშვნელო მატება, აღენიშნება ხველა და ყელის ტკივილი.
როგორც გიორგი ბერიძე აცხადებს, თენგიზ ცერცვაძე ჟანგბადდამოკიდებული არ არის, თავს მხნედ გრძნობს და ინტერნეტის საშუალებით აქტიურად ეცნობა პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ ვითარებას.
შეგახსენებთ, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა.