
ერდოღანი: „მზად ვართ, გამოვიყენოთ საკუთარი მჭიდრო კავშირები აშშ-სთან რეგიონული პრობლემების გადასაჭრელად“
21/11/2020 17:03:02 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი ევროინტეგრაციის ერთგული რჩება და სურს, თავისი მომავალი ევროპასთან ერთად ააშენოს.
ამასთან, ერდოღანი ამბობს, რომ ანკარა მზადაა, გამოიყენოს საკუთარი მჭიდრო კავშირები აშშ-სთან რეგიონული პრობლემების გადასაჭრელად.
თურქეთის პრეზიდენტმა ვიდეოკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ თურქეთი პანდემიის შემდგომ პერიოდში ღირსეულ ადგილს დაიკავებს მსოფლიოში და რომ მიუხედავად ხელის შეშლის მცდელობებისა, თურქეთი განვითარების ახალ ეტაპზეა.